top of page

Non-Violent Protest – the way toward Civil Society

The project aims at deradicalization and integration of representatives of protest group into civil society of Georgia.

არაძალადობრივი პროტესტი - გზა სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიზანი: საპროტესტო ჯგუფების სამოქალაქო სეპარაციის, სამართლებლივი ველიდან გასვლის, რადიკალიზაციის და მათგან მომდინარე ძალადობის საფრთხის შემცირება. ამოცანები: 1. საპროტესტო ჯგუფების წარმომადგებლების დერადიკალიზაცია და ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოებაში. 2. საპროტესტო ჯგუფების წარმომადგენლების პროფესიული თვითგამორკვევის, ალტერნატიული დასაქმების და პროფესიულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგები: საპროტესტო ჯგუფები, რადიკალიზაციის ნაცვლად მოახდენენ ინტერგაციას სამოქალაქო საზოგადოებაში პროექტი ეძღვნება დიდი მეცნიერის - ერიხ ფრომის ხსოვნის 120 წლისთავს. კონცეპტუალური თვალსაზრისით, პროექტი ეყრდნობა მის მიერ შექმნილ რადიკალური ჰუმანიზმის კონცეპციას. დიდ მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ტერმინი „რადიკალური“ ერიხ ფრომთან იძენს კონსტრუქციულ კონატაციას. ჩვენი მიდგომა გულისხმობს არა დაპირისპერბას ე.წ. ‘რადიკალებთან“ და „ექსტრემისტებთან“, არამედ მათთნ საერთო ენის და ინტერესების პოვნას. ჩვენ განვიხილავთ მათ არა როგორც საზოგადოების მტრებს, არამედ საზოგადოებაში არსებული უფრო სიღრმისეული პრობლემების ინდიკატორებს. ცნობილი მეცნიერის - ემილ დურკგეიმის მიხედვით საზოგადოების წევრების დევიანტურ ქცევებზე პასუხისგებლობა არა მხოლოდ პირადად მათ ეკისრებათ, არამედ საზოგადების ყველა წევრს. იმიტომ რომ საზოგადოება ქმნის თამაშის წესებს. ამ დევიანტური მოქმედებების ნაცვლად ჩვენ ვთავაზობთ მათ ჰუმანოცენტრირებულ ტექნოლოგიებს. „ექსტრემისულ“ ენერგიას, რომელიც ძალადობისკენ და დესტრუქციისკენ არის მიმართული, შეი₾ძება მივცეთ სხვა - კონსტრუქციული და სოციუმზე ორიენტირებული ფუნქცია რადიკალური ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე. 1. ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობა უნდა ეყრდნობოდეს არა ექსპლუატაციის, არამედ კოოპერაციას. 2. წარმოება უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ეკონომიკას. 3. ანტოგონიზმები და კონფრონატაცია უნდა ჩავანაცვლოთ სოლიდარობით. 4. ყოველივე სოციალური აქტიობის უზენაესი მიზანი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის კეთილდღეობას და მისი ტანჯვის არ დაშვებას. 5. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ემსახურება არა მაქსიმალური მოხმარება, არამედ რესურსების გონიერი გამოყენება. 6. ყოველივე ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული აქტიური ჩართულობით სხვა ადამიანების კეთილდღეობაში. პროექტის ჩარჩოში გამოვხატავთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ როგორც არსებულ ექსტრემისტულ ჯგუფებთან და ვეცადოთ მათი დაბრუნება სამართლებრივ ჩარჩოში, ასევე არ დაუშვათ „დამწყები“ საპროტესტო ჯგუფების რადიკალიზაცია. რადიკალურად განწყობილი ადამიანების ღირსეული რეინტეგრაცია სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში შეამცირებს მათში „გარიყულობის კომპლექსის“ და აგრესიის ხარისხს. ჩვენ ასევე ვეყრდნობით კარლ დოიჩის „უსაფრთხოო თანასაზოგადოების“ შექმნის კონცეპციას.

ძალა რიცხვებში

პროგრამები

ლოკაციები

მოხალისეები

პროექტის გალერეა

bottom of page