თურმანიძე თორნიკე
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი
არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი. 2010 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის აკადემიური ხარისხი თემისთვის „ბუფერული სახელმწიფოები.“ არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) უფროსი მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი“ დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ბოლო წლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები:
„პუტინის მთავარი პოლიტიკური გზავნილები ვლადივოსტოკის ფორუმიდან,“ რონდელის ბლოგი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, სექტემბერი 2023;
„რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში,“ რონდელის ბლოგი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, აპრილი 2023;
„ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარება: მიზნები და შედეგები,“ უსაფრთხოების მიმოხილვა: რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, დეკემბერი 2022;
„ოკუპაციის ხაზი - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ექპერტის აზრი N89, 2017;
„საქართველო: ბუფერი თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი?!“, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ექპერტის აზრი N35 , 2015;
“ბუფერული სახელმწიფოები“, თბილისი: ბთკკ – პოლიტიკის კვლევის ჯგუფი, მეორე გამოცემა, 2011;
„Buffer States: Power Policies“, Foreign Policies and Concepts, New York: Nova Science Publishers, 2009;
„სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის დარეგულირების მექანიზმის მოკლე ისტორია: 1992-2008, თბილისი: ბთკკ - პოლიტიკის კვლევი ჯგუფი, 2009.
სხვა აქტივობები:
ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამით დაფინანსებული პროექტი „მშვიდობის კვლევების კურიკულუმების განვითარება საქართველოში (PESTUGE)”, 2016-2019;
ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტისა და რამფსფელდის ფონდის პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის ცენტრალური აზიიდან, კავკასიიდან და ავღანეთიდან, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, პოლ ნიტცეს უმაღლესი საერთაშორისო სწავლების სკოლა, ვაშინგტონი, აშშ, 2008;
„კონფლიქტის დარეგულირება ეკონომიკური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით“, მერსი კორის კონფლიქტების მენეჯმენტის ჯგუფი, კემბრიჯი, აშშ, 2007;
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოსა და მსოფლიო სწავლების „მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სწავლების კურსი“, აშშ, 2007;
დემოკრატიის საზაფხულო უნივერსიტეტი, ევროპის საბჭო, საფრანგეთი, 2006;
საკვლევი სფერო:
საერთაშორისო უსაფრთხოება;
პატარა სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა;
აშშ-ს საგარეო პოლიტიკა;
რუსეთის საგარეო პოლიტიკა.
Google Scholar: https://scholar.google.com/citations?user=Enm8bL8AAAAJ&hl=en