top of page
კვაშილავა ბაკურ

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

კვაშილავა ბაკურ

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

არის GIPA-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და იელის უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში; GIPA-ს პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებსა და შედარებით პოლიტიკაში, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი. 2016 წელს მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემით: „კონსტიტუციური წყობისა და საარჩევნო სისტემის გავლენა პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე პოსტსოციალისტური ევროპის დემოკრატიებში.“

სხვადასხვა დროს ბაკურ კვაშილავა მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. 1999-2001 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურში, 2004-2005 წლებში იყო კომპანია ექსონ მობილის წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო ჯიპაში მოსვლამდე მუშაობდა ეუთო-ს მისიაში საქართველოში. ამჟამად, მისი პროფესიული ინტერესის სფეროს კონსტიტუციური მოწყობა, საარჩევნო სისტემები, პოლიტიკური პარტიები და რეჟიმების ტრანსფორმაცია შეადგენს.

 

ამ და სხვა თემებზე ბაკურ კვაშილავა რეგულარულად თანამშრომლობს საქართველოში მოღვაწე მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის კვლევით არიან დაკავებული. სხვა მკვლევარებთან ერთად იგი გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის თანადამფუძნებელი. არის მრავალპარტიულ დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.

 

წყარო: https://gipa.ge/geo/team/show/63 

 

ResearchGate: https://www.researchgate.net/profile/Bakur-Kvashilava 

 

bottom of page