top of page

Armaz Axvlediani

ზურაბ ვახტანგის ძე დავითაშვილი (დ. 24 ივლისი, 1953, თელავი) — ქართველი პოლიტოლოგი, გეოგრაფი, მეცნიერი. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით (1976). იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით (1978). სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა და მოღვაწეობდა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის, რაბატის (მაროკო), ჯონზ ჰოპკინზის და ტაფტის (აშშ) უნივერსიტეტებში. 1979 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო საერათაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე (1996–2005), მიმართულების ხელმძღვანელი (2005 წლიდან). 1987–2004 წლებში პარალელურად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ურთიერთობების კვლევების ცენტრის ეთნოსოციოლოგიის განყოფილების გამგედ (1991–1996) და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის გეოპოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელად (2000–2004). 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. გამოქვეყნებული აქვს შრომები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, გეოპოლიტიკის, გლობალიზაციის, ნაციონალიზმის, ეთნიკური გეოგრაფიისა და ეთნოსოციოლოგიის პრობლემების შესახებ, რამდენიმე საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელო.

123-456-7890

Armaz Axvlediani
bottom of page