top of page
აბაშიძე ზურაბ

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
აბაშიძე ზურაბ

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

ზურაბ აბაშიძე არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 

ასოცირებული პროფესორი,დიპლომატი და ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის მთავარი 

რედაქტორი.

იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი;

აგრეთვე, 1978-1980წწ. საბჭოთა საკონსულოს ატაშე ბომბეიში;

1980-1984წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე;

1984-1988წწ.- საბჭოთა კავშირის საელჩოს მრჩეველი ესპანეთში; 1993-2000წწ.-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი;

2000 წელს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2000-2004წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი.

2012 წლიდან - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში.

 2002 წელს მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემით: „ნატო და საქართველო“.

 


წიგნები და მონოგრაფიები:

 

  • „დანგრეული კედლის ჩრდილში“, სულაკაურის გამომცემლობა, 2013 წ.

  • „ცივი ომი“, გამომცემლობა პალიტრა L, 2021 წ.

  • „ცივი ომი-წარსული თუ დღევანდელობა?“, 2009. - 224. - ISBN: 978-99928-20-36-0

  • „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ“- თბ. 2000. - 288

 

წყარო:


bottom of page