აბზიანიძე აკაკი
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
აკაკი აბზიანიძე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი. 2008 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა პოლიტიკური მეცნიერების დოქტორის ხარისხი, თემით: „საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები“.
გარდა ამისა, მინიჭებული აქვს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მაგისტრისა და აგრეთვე,დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ბაკალავრის ხარისხი.
გარდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა, სხვადასხვა დროს, დასაქმებული იყო მრავალ აკადემიურ თანამდებობაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უძღვება შემდეგ აკადემიურ სასწავლო კურსებს: პოლიტიკის შესავალი, დემოკრატია და მოქალაქეობა, ქართული სახელმწიფო პოლიტიკა, შედარებითი პოლიტიკა და ა.შ.
სამეცნიერო ნაშრომები:
1. „საქართველოს ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური განვითარების სამართლებრივი ასპექტები“, ჟურნალი - „ცხოვრება და კანონი“, 2019 წ.
2. "საერთაშორისო ვითარება 1960-1970-იან წლებში და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საბჭოთა კავშირში", ჟურნალი - „საისტორიო ვერტიკალები“, 2018 წ.
3. „ხელისუფლების დანაწილება ევროკავშირში“, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016, შრომები;
4. ,,ცივი ომის’’ ლოგიკა საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთი საკითხი“, ჟურნალი - „საისტორიო ვერტიკალები“, 2016 წ.
5. ,,ქრისტიანობის გეოპოლიტიკის საკითხები’’, ჟურნალი - „საისტორიო ვერტიკალები“, 2015 წ.
საკვლევი სფერო:
სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობები;
გეოპოლიტიკა;
პოლიტიკური იდეოლოგიები;
ResearchGate: https://www.researchgate.net/scientific-contributions/Akaki-Abzianidze-2225911026