top of page
ალავერდოვი ემილია

სოციალური მეცნიერებების დოქტორი
(საერთაშორისო ურთიერთობები)
ალავერდოვი ემილია

სოციალური მეცნიერებების დოქტორი
(საერთაშორისო ურთიერთობები)

ემილია ალავერდოვი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ამავე დროს, უძღვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  საბაკალავრო პროგრამას. გარდა ამისა, იგი არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში.

აგრეთვე, არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონფლიქტოლოგთა ჯგუფის ექსპერტი. გააჩნია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება სხვადასხვა აკადემიურ პოზიციებზე მუშაობისა. მინიჭებული აქვს სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი, მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობები, თემით: "ისლამის ფაქტორი რუსეთის ისტორიასა და თანამედროვეობაში". ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ბერძნულ ენებს, აქედან სრულფასოვნად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. აგრეთვე, არის არასამთავრობო ორგანიზაცია "მულტიკულტურული ჯგუფის" დამფუძნებელი/ხელმძღვანელი და როტარი კლუბის "თბილისი აკადემია"-ს თანადამფუძნებელი.

 

მონაწილობა მიღებული აქვს სამოცამდე ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია თემაზე: „ისლამის ფაქტორი რუსულ პოლიტიკაში (ისტორია და თანამედროვეობა)“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2021 წ.

აგრეთვე, გამოცემული აქვს სახელმძღვანელო - „საემიგრაციო კრიზისი თანამედროვე ევროპაში“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2021 წ.

 

აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, დღემდე გამოქვეყნებული აქვს ორმოცამდე სამეცნიერო სტატია სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ჟურნალებში, მათ შორის:


  • „რეგიონული სამკუთხედის მნიშვნელობა - ინდოეთი-პაკისტანი-ავღანეთი და რუსული ინტერესები რეგიონში“, ჟურნალი განათლების კულტურისა და საზოგადოების შესახებ, ვროცლავის უნივერსიტეტი, პედაგოგიკის ინსტიტუტი, 2022 წ.

  • „რადიკალური ისლამის წარმოშობა ჩეჩნეთის ომებში“, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია - „ახალი ტექნოლოგიების როლი და მნიშვნელობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, 2021 წ.

  • „დევნილთა დისკრიმინაციის შემთხვევები ევროპაში და ცვლილებები თავშესაფრის მაძიებელთა პაკეტში (გერმანიის მაგალითზე)“. საერთაშორისო სამართლის გამოწვევები, სტატიების კრებული, სტუ, თბილისი, 2021 წ.

 

მის მიერ ორგანიზებულია ოცდაათზე მეტი სამეცნიერო ღონისძიება საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. ასევე, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროექტებში.

 

საკვლევი სფერო:

 

  • რელიგია;

  • მიგრაცია;

  • კონფლიქტები;

  • რელიგიური ტურიზმი;

  • ევროპული და რუსული კვლევები;

 

 

Google scholar: https://scholar.google.com.tw/citations?hl=en&user=TQ_v5zcAAAAJ 

 

 

bottom of page