top of page
ასანიშვილი ფიქრია

პოლიტიკის მენიერებათა კანდიდატი
(დოქტორთან გათანაბრებული)
ასანიშვილი ფიქრია

პოლიტიკის მენიერებათა კანდიდატი
(დოქტორთან გათანაბრებული)

არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2003 წელს მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, თემით: „საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონულ სისტემაში“.

უძღვება სასწავლო კურსებს თემაზე: საერთაშორისო ორგანიზაციები, ისლამური სამყაროს პოლიტიკა, ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, ქართული დიპლომატიის ისტორია და სხვა.

 

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, მათ შორის:

 

  • დემოკრტიზაცია უსაფრთხოების პრიზმაში;

  • აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უსაფრთხოების დილემა ( 2014-2015 წწ.);

  • სომხურ ქართული ურთიერთობები: გამოწვევები და შესძლებლობები ორმხრივთანამშრომლობაში (2014 წ.);

  • 2023 წელს გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროგრამის - Study of the U.S. Institutes (SUSI) for Scholars Program on U.S. Foreign Policy - გამარჯვებული;

 

გარდა საუნივერსიტეტო-პედაგოგიური საქმიანობისა, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სხვადასხვა  საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო ჟურნალებში, კერძოდ:

 

  • „სომხურ-ქართული ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები ორმხრივი თანამშრომლობისთვის“, სომხეთის პოლიტოლოგიის ასოციაცია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, ერევანი, 2014 წ.

  • „ევროპული „მისწრაფება“ და „ანტირუსული“ ქცევა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაში - კულტურული იდენტობა თუ გადარჩენის სტრატეგია?“ Eurasiatica, უნივერსიტეტი Ca Foscari, ვენეცია, 2016 წ.

  • „ევროკავშირის მნიშვნელობა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში უკრაინის კრიზისის შემდეგ“, 2015 წ.„ყარაბაღის კონფლიქტი და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე“, ვროცლავი, 2015 წ.

 

 

საკვლევი სფერო:

 

  • საგარეო პოლიტიკა;

  • რეგიონული უსაფრთხება;

  • საგარეო პოლიტიკა და პოლიტიკური იდენტობა;

 

 

Academia.edu: https://independent.academia.edu/PikriaAsanishvili 

 

bottom of page