top of page
გუჩუა ალიკა

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
გუჩუა ალიკა

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

2020 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემით: “სტრატეგიული დამრტყმელი შეიარაღება და მისი განმსაზღვრელი პოლიტიკა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გეოსტრატეგიის კონტექსტში: ნატო და მასობრივი განადგურების იარაღი.“ 

ფლობს ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აგრეთვე, მაგისტრატურის საფეხურზე ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამზე. ფლობს ინგლისურ, უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებს.

 

მისი საქმიანობა მოიცავს როგორც სამეცნიერო, ისე პედაგოგიურ სფეროს. არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე, არის მოწვეული ლექტორი  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. გარდა ამისა, იგი აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო-კვლევითი მიმათულებითაც, კერძოდ, არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში”, ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. აგრეთვე, არის წამყვანი საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის IGI Global-ის სარედაქციო საბჭოს წევრი, რეცენზატორი და მკვლევარი.

ასევე, არის „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის” მკვლევარი და ანალიტიკოსი.

 



გამოქვეყნებული პუბლიკაციები:

 

  • „ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში და კონფლიქტების გავლენა“, „Ante Portas – Security Studies”, 2021, No 1(16), (თანაავტორი);

  • „რუსეთის რბილი ძალის გავლენა საქართველოზე და ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, Future Human Image, Volume 17, 14-19, (თანაავტორი);

  • ,,ნატოს რეგიონალური მიდგომები ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში - შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“, „Ante Portas – Security Studies”, 2020, No 2(15);

  • ,,კიბერ საფრთხეები და ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევები ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში: უკრაინისა და საერთაშორისო ქეისების ანალიზი“, რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,Ukrainian Policymaker — Open Access Journal“, 2020, (თანაავტორი);

  • ,,1987 წლის ხელშეკრულების გაუქმება შუალედური და მოკლე დიაპაზონის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე სამი ზღვის რეგიონის ეგიდით (ბალტიისპირეთის, ადრიატიკის-შავი ზღვის სივრცე)“, რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ANTE PORTAS Security Studies”, 2019;

  • ,,სტრატეგიული უსაფრთხოების დილემის გეოპოლიტიკა და მისი შედეგები ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის - ახალი რეალობები ნატოს თანამედროვე ბირთვული პოლიტიკისთვის“, რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,American Studies Periodical“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2019.

  • ,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 21-ე საუკუნეში და მასობრივი განადგურების იარაღის ფაქტორი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“, სახელმწიფო და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ჟურნალი, 2018;

 

 



წიგნები და მონოგრაფიები:

 

  • ,,ნატო და ევროპისა და აზიის უსაფრთხოების მომავალი“, თანაავტორი, 2021;

  • „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები („ისლამური სახალიფო“, „ალ-კაიდა“ და „თალიბანი“) - მეოთხე თაობის ომის სტრატეგია და მისი რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გეოპოლიტიკური ასპექტები (2010-2019 წლები)“, 2020;

  • ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური გამოწვევა, თანაავტორი, 2022.

  • მოსწავლის წიგნი X კლასი, თავდაცვა და უსაფრთხოება, თანაავტორი, 2020;

  • შედარებითი პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოება, თანაავტორი, 2022;

  • პოლონეთ-რუსეთის თანამდეროვე საერთაშორისო პრობლემები და კატინის ტრაგედია, 2022;

 

 

სხვა აქტივობები:

 

  • ,,Webinar series to Promote Responsible Science in Georgia, Azerbaijan and Moldova - Responsible science in support of improved implementation of export control”,

  • კიევი, ორგანიზატორები: STSU, European Commission;

  • ,,ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა;

  • NATO: One for All and All for One, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი - საქართველო;

  • ,,გლობალური უსაფრთხოება“, აშშ-ს უსაფრთხოების და დაზვერვის სისტემა, საერთაშორისო ტერორიზმი და კიბერ უსაფრთხოების საფუძვლები, Cyber Security Acadeny”, ,,Thomas Jefferson Research Center”, ,,International Center for Security and Strategic Studies”- საქართველო;

  • თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ,,კავკასიური სახლი“- საქართველო;

  • სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „საქართველო ევროპაა“, 2020 წლის 26 თებერვალი საქართელოს პარლამენტი, ორგანიზატორი/ მომხსენებელი


 

 

საკვლევი სფერო:

 

  • ჰიბრიდული ომი;

  • საერთაშორისო უსაფრთხოება;

  • კიბერ უსაფრთხოება;

  • რუსეთის რბილი ძალა;

  • ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი;

 

 

ResearchGate:  https://www.researchgate.net/scientific-contributions/Alika-Guchua-2168710472 

 

 

bottom of page