top of page
მამრაძე პეტრე

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მამრაძე პეტრე

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

1975 წელს იყო საქსახლწყალ–პროექტის პროგრამისტი; 1975-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის  თბილისის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; 1992 წელს ვიცე–პრემიერის თანაშემწე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი; 1995-2003წწ. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი; 2003-2008წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის მრავალი პუბლიკაციური წერილის ავტორი და 14 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ანიჰილაციის ფუნდამენტური პროცესები ზეძლიერ მაგნიტურ ველებში", დაიცვა 1992 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:


  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საქართველოს პედაგოგთა კავშირი, თავმჯდომარე (2007-);

  • მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის", წევრი (2008-);

  • საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია, თავმჯდომარე (2008-);

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995);

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მწვანეები", წევრი (1993-1995);

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წეცრი (2008-2012);

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2008-2009);

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2008-2012);

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2009);

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" (2011-2012);

  • საქართველოს რესპუბლიკის მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2009);


ჯილდოები, პრემიები და პრიზები:


  • 2006 - ღირსების ორდენი


წიგნები:


  • ავანტიურა 08.08.08 : რუსეთ-საქართველოს ომი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2012. - 284 გვ. . - ISBN: 978-9941-19-834-2


წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001373/


bottom of page