top of page
მესხიშვილი ჯაბა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი
(იაპონიისმცოდნეობა)
მესხიშვილი ჯაბა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი
(იაპონიისმცოდნეობა)

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტიზის სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 

2010წ.ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ისტორიის მაგისტრის ხარისხი. 2010 წელს მოიპოვა იაპონიის მთავრობის 2 წლიანი სტიპენდია (MEXT), რომლის საშუალებითაც კობეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა მკვლევარი სტუდენტის სტატუსით.

2012 წელს მეორედ მოიპოვა იაპონიის მთავრობის 2 წლიანი სტიპენდია (MEXT) და 2014 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი (კობეს უნივერსიტეტი, იაპონიის ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულება).

2012-2013 წლებში კობეს უნივერსიტეტში მუშაობდა ლექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

2014 წელს მესამედ მოიპოვა იაპონიის მთავრობის 3 წლიანი სტიპენდია (MEXT) და 2017 წელს მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (კობეს უნივერსიტეტი, იაპონიის ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულება – (დისერტაციის სათაური – „მეოცე საუკუნის დასაწყისში იაპონია-საქართველოს ურთიერთობების ისტორია“).

მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასისტენტ-მკვლევარისა და ასოცირებული მკვლევარის პოზიციებზე. 2018 წლიდან  იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტშ

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის აკადემიური 

საბჭოს წევრი. 2022 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.



რჩეული პუბლიკაციები:

 

  • „რუსეთ-იაპონიის ომი და ქართველები (1904-1905)“, ახლო აღმოსავლეთი და საქართველო X. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2018;

  • „რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია XIX ს. საუკუნის დასაწყისში – შავი ზღვისპირეთში რუსეთის ექსპანსიის თეორიის გადასინჯვა“. საპორტო ქალაქების კვლევის ჟურნალი, საპორტო ქალაქების კვლევის ცენტრი, კობე, 2017;

 

სტატიები ჟურნალებში:

 

  • „რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომის მიმართ განწყობები საქართველოში“. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო XIV, 2021;

  • „რუსეთ-იაპონიის ომი ქართულ პოეზიაში“. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო XII, 2020;

  • „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ რამდენიმე ცნობა 1918-1921 წლების იაპონურ პრესაში“, ახლო აღმოსავლეთი და საქართველო XI, 2018;

  • „იაპონია-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება და კურილიის კუნძულების პრობლემა“, თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი XI, 2017;

  • „მუკდენის ინციდენტის გავლენა მსოფლიოზე“ სამეცნიერო შრომების კრებული, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2015;

  • „რუსული მართლმადიდებლური ეკლესია იაპონიაში (XIX ს.)“ ქრისტიანობის კვლევები, უნივერსალი, თბილისი, 2009;



სამეცნიერო ინტერესები:

 

  • იაპონოლოგია;

  • შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები;

  • საქართველოსა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების კავშირები;


bottom of page