ტაბატაძე სანდრო
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
სანდრო ტაბატაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემით: "პოლიტიკური კურსის ტრანსფერი საქართველოს ზოგადი განათლების პოლიტიკაში." აგრეთვე, ფლობს განათლების მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი. აქვს აქტიური სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური გამოცდილება.
საკვლევი სფერო:
პოლიტიკის ტრანსფერი;
ევროსკეპტიციზმი და ულტრამემარჯვენეობა;
განათლების პოლიტიკა;
სოციალური და პოლიტიკური მოძრაობები;
სამეცნიერო ბაზების ბმულები:
https://scholar.google.com/scholar?hl=en&as_sdt=0%2C5&q=Sandro+Tabatadze&oq=S
https://www.scopus.com/authid/detail.uri?authorId=57403439000