top of page
შავთვალაძე მიხეილ

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
შავთვალაძე მიხეილ

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

მიხეილ შავთვალაძეს დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხოლო მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) მიენიჭა.


მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად ფოკუსირებულია შედარებითი პოლიტიკაზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, გეოპოლიტიკაზე, უსაფრთხოების კვლევებზე, საგარეო პოლიტიკის ანალიზზე, კონფლიქტების მოგვარებაზე და სახელმწიფოს მშენებლობაზე.


მას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში. იგი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციებში. 2015-2016 წლებში იგი იყო მარი კიურის სტიპენდიანტი ვილნიუსის უნივერსიტეტში (ევროკავშირის პროექტი).  2012 - 2015 წწ-ში იგი ასევე იყო აკადემიური დახმარების პროგრამის 

(HESP-AFP, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო) ადგილობრივი მკვლევარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.


მას აქვს რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად საერთაშორისო ჟურნალებში და გამომცემლობებში.

ამჟამად არის ასოცირებული პროფესორი შედარებითი პოლიტიკის მიმართულებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.


bottom of page