ჯაფარიძე ედიშერ
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი
ედიშერ ჯაფარიძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი და მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის დიპლომატიური
ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
2018 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემით: "ქართული ემიგრაცია მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში".
აქვს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება სხვადასხვა აკადემიურ პოზიციებზე.
იგი არის 60-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და
50-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. არის ევროკავშირის სამეცნიერო გრანტის (2008-2016). ასევე, პავლე ინგოროყვას სახელობის პრემიის ლაურეატი და ფაზისის აკადემიის წევრი.
გავლილი აქვს ტრეინინგები ევროპისმცოდნეობისა და პოლიტიკური მეცნიერების სხვადასხვა საკითხებში ბულგარეთში, რუმინეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საქართველოში.
საკვლევი სფერო:
ქართული პოლიტიკური ემიგრაცია;
ევროინტეგრაცია;
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა;
პოლიტიკური მეცნიერებები;
ქართული პოლიტიკური აზრის ისტორია;
მონოგრაფიები:
1. 2021 გერმანულად: Moderne Herausforderungen der Nachbarschafstpolitik von EU im Südkaukasus (ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში), უნივერსალი, თბილისი;
2. 2020, ედიშერ ჯაფარიძე, ვაჟა შუბითიძე, იგორ კვესელავა. ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, მერიდიანი, თბილისი;
3. 2019, ევროინტეგრაციის სათავეებთან, გამომც, უნივერსალი, თბილისი;