top of page
ჯულუხიძე გრიგოლ

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი
ჯულუხიძე გრიგოლ

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი

2011 წელს მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2014 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი სილეზიის უნივერსიტეტში, პოლონეთში. ხოლო, 2020 წელს კავკასიის უნივერსიტეტში მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემით: „რუსული პროპაგანდის გავლენა ვიშეგრადის სახელმწიფოების შიდა და საგარეო პოლიტიკაზე 2000-2016 წლებში“. აგრეთვე, გაიარა კურსები Roma Tre University (Rome, Italy)-სა და Pazmany Peter Catholic University (Budapest, Hungary)-ში. სწავლობდა პოლონურ ენასა და კულტურას იაგელონის უნივერსიტეტში.


2011 წელს მიიღო სერთიფიკატი კალიფორნიის უნივერსიტეტში კონფლიქტების ანალიზში

პროფესიული კარიერის განმავლობაში გრიგოლ ჯულუხიძე მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებრივ, კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციებში. იყო გაეროს პროექტის კოორდინატორი IOM-ში (ლისაბონი, პორტუგალია), სტაჟიორი პოლონეთის პარლამენტში (ვარშავა, პოლონეთი), მოწვეული მეცნიერი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციაში (ბრატისლავა, სლოვაკეთი) და მოწვეული პროფესორი იაგელონის უნივერსიტეტში. კითხულობს კურსებს: "უსაფრთხოების კვლევები", "დეზინფორმაცია და პროპაგანდა", "თანამედროვე ჰიბრიდული ომები" და "სამხრეთ კავკასია: პოლიტიკური სისტემები და გამოწვევები" საქართველოს და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ფლობს ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

 

ამჟამად, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი (თბილისი, საქართველო) და ანალიტიკური ცენტრის ,,საგარეო პოლიტიკის საბჭოს’’ დამფუძნებელი და დირექტორი.

 


საკვლევი სფერო:

  • ჰიბრიდული საფრთხეები;

  • საინფორმაციო ოპერაციები და სამხრეთ კავკასია;

  • ცენტრალური ევროპის სივრცე;



წყარო: https://isad.uj.edu.pl/en_GB/grigol-julukhidze?fbclid=IwAR2Ta2jgSZ9URqfUmlVRtSwZtysLaio38mt6X292JTh5uQoma7hGoGky3iA


GoogleScholar: https://scholar.google.com/citations?user=fVmfy4EAAAAJ&hl=en

 

bottom of page