top of page

თვის მნიშვნელოვანი მოვლენები

მაისი, 2024
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
ჩვენ შესახებ:
პროექტი "პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორი" არის ელექტრონული საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პოლიტოლოგიის დარგში მოღვაწე სხვადასხვა ასაკის, გამოცდილებისა და სამეცნიერო ხარისხის მქონე სპეციალისტებს. პროექტის დაინტერესების საგანს წარმოადგენს პოლიტიკის მეცნიერებათა ისეთი ქვედარგები, როგორიცაა: კონფლიქტებისა და კრიზისების მართვა, საჯარო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოების პოლიტიკა. მისი მთავარი მიზანია დარგში მოღვაწე ადამიანებს შორის თანამშრომლობითი საქმიანობის ხელშეწყობა, პოლიტიკური მეცნიერებების პოპულარიზაცია და ახალი თაობის, კომპეტენტური სპეციალისტების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. 
პორტალი შესაძლებლობას იძლევა მის სივრცეში განთავსებულ იქნას სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები, სარეკლამო მასალები და ინფორმაცია ამ სფეროში მოღვაწე ცალკეული სპეციალისტებისა და ორგანიზაციების შესახებ. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე შესაძლებელია მოძიებულ იქნას ინფორმაცია გრანტების, სტიპენდიების, კონკუსრსებისა და პოტენციური პარტნიორების შესახებ.
პლატფორმა ფუნქციონირებს, როგორც დამხმარე რესურსი სხვადასხვა ბექგრაუნდის მქონე პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლიტიკის მეცნიერების სფეროში კარიერის გაგრძელებით.  მათ აქ შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია ამ მიმართულბით საქართველოში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით და გაიმარტივონ კარიერული წინსვლის გზა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული არაკომერციული ორგანიზაციები, საჯარო სექტორი და ბიზნესი. 
გარდა ამისა, პროექტში წარმოდგენილია ვირტუალური მუზეუმი, რომელიც მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის შემქმნელების შესახებ, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს ინოვაციას საქართველოსთვის.
პროექტი "პოლიტიკური მეცნიერების დარგობრივი ნავიგატორი" დაფინასებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ps-gecom-low-resolution-logo-black-on-white-background (2)_edited.jpg
bottom of page