top of page
download.jpg

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (Shota Rustaveli National Science Foundation – SRNSFG) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას.

 

ფონდის მისიაა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში  და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სწრაფ სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში.

ფონდის მიზანია ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის  გაზრდის უზრუნველყოფით ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა და  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების ხელშეწყობა.

download.png
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. 2004 წელს თბილისში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. 2021 წლის ივლისიდან ცენტრი DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის სტატუსით განაგრძობს მუშაობას.

 

დაარსებიდან დღემდე DAAD-მა ორი მილიონი ადამიანი დააფინანსა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. ის დღეს გერმანული უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური კავშირების გაერთიანებას წარმოადგენს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DAAD-ის საქმიანობა სცილდება მხოლოდ სტიპენდიების სფეროს: DAAD ხელს უწყობს გერმანული უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას, აძლიერებს საზღვარგარეთ გერმანისტიკას და გერმანულს, როგორც უცხო ენას, განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს ეხმარება კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების შექმნაში, იმავდროულად კონსულტაციას უწევს განათლების, მეცნიერებისა და განვითარების პოლიტიკის სფეროს ექსპერტებს.

1667551770_16675517704_edited.png

ღია საზოგადოების ფონდი

ღია საზოგადოების ფონდის საქართველოში საქმიანობა ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების განვითარების 25 წლიანი ისტორიაა.

 

ფონდის სტრატეგია ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე იქმნებოდა. დაარსების დღიდან 2018 წლამდე ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსება 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

 

ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება  ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას.  იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

download.png
ათასწლეულის ფონდი

ათასწლეულის ფონდის მისიაა საქართველოში ადამიანური კაპიტალის, ინდუსტრიისა და კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა.

 

ათასწლეულის ფონდი შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას (MCC) შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

 

ათასწლეულის ფონდი ხელს უწყობს ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიღწეული წარმატებული შედეგების გავრცობასა და გაძლიერებას. 2014-2019 წლებში, კომპაქტის ფარგლებში, განხორციელდა 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვეობით, აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო განათლებას ამ ეტაპისთვის 600-მდე სტუდენტი იღებს.

1667551704_1667551704630755184e1d3.png
ევროპის ფონდი

ევროპის ფონდი სამოქალაქო ჩართულობის გზით დადებით და მდგრად ცვლილებებს უწყობს ხელს

პროგრამებისა და საგრანტო მექანიზმის გამოყენებით, ევროპის ფონდი სამოქალაქო თანამონაწილეობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებას ცდილობს  და ამ მიზნით აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკის წარმოებას.

 

სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებისა და მდგრადობის განვითარებასთან ერთად, თანამონაწილეობის ქმედითი მექანიზმები იქმნება როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს დაიცვან საკუთარი უფლებები და თავისუფლებები და მოითხოვონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა. ამ მოსაზრებით, ფონდი საკუთარი პროგრამების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს იმ უნარებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით უზრუნველყოფს, რომლებიც მათ თემისთვის დადებითი შედეგების მიღწევაში ეხმარება.

1551866789798.jpg
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი

ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი სამყაროს მიიჩნევს ადგილად, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად და უსაფრთხოდ ისარგებლოს ადამიანის ყველა უფლებით. ორგანიზაცია მიიჩნევს რომ უფლებადამცველები და ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება ამ ხედვის გასაღებია.

 

ადამიანთა უფლებათა სახლის ფონდი აფუძნებს, მხარს უჭერს და აკავშირებს ადამიანის უფლებათა სახლებს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კოალიციებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად უშუალოდ ორგანიზაციაში და მის ფარგლებს გარეთ.

 

დღეისათვის 80-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გაერთიანებულია ადამიანის უფლებათა სახლის საერთაშორისო ქსელში, რომელიც მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთსა და კავკასიაში. ჩვენ ერთად ვუჭერთ მხარს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებას ვიყოთ ადამიანის უფლებათა დამცველები.

download (1).png
საქართველოს ამერიკელი მეგობრები

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ დაარსდა 1994 წელს ამერიკელების მიერ, რომელთაც სურთ დაეხმარონ საქართველოს რთულ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. მას შემდეგ, AFG ლიდერობს საქართველოს ყველაზე მოწყვლად ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებაში, ფოკუსირებულია განათლებასა და სოციალურ სერვისებზე, ჯანდაცვაზე, ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე.

 

AFG 25 წელზე მეტია ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ცვალებად საჭიროებებს. 1994–2020 წლებში AFG–მ მხარი დაუჭირა 110–ზე მეტ პროექტს საქართველოში. საერთო ჯამში, AFG-მ შემოწირა 3,409,517 აშშ დოლარი პირდაპირი დაფინანსების სახით და 4,467,921 აშშ დოლარის სახით შემოწირულობა ფარმაცევტული საშუალებების, სამედიცინო აღჭურვილობის, ვაქცინების, წიგნების, მცენარეების და თბილი ტანსაცმლის სახით ქართველი და საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით. ამ წლების განმავლობაში, ორგანიზაცია დაეხმარა, მინიმუმ, 16 000 სოციალურად დაუცველ ქართველს.

download.jpg
ფონდი ტასო

„ფონდი ტასო“ ეროვნული ქალთა ფონდია, რომელიც დამოუკიდებელ ორგანიზაციად 2007 წელს დარეგისტრირდა. მანამდე, 1998-2006 წლებში, ის ფონდ “ღია საზოგადოება -  საქართველოს“ ქალთა პროგრამის ფარგლებში მუშაობდა. ფონდის საქმიანობები მიმართულია ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ.

 

თავისი მისიის მისაღწევად, „ფონდი ტასო“ ახორციელებს გრანტგამცემ, საგანმანათლებლო და  ჰუმანიტარულ პროგრამებს. ფონდის ძირითად საქმიანობებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოიცავს სოფლად მცხოვრები ქალებისა და თემის მობილიზებას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას. 

ფონდი გასცემს გრანტებს ქალთა, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ეკონომიკიური გაძლიერებისთვის, ასევე, თემის სოციალური აქტივიზმისთვის, სათემო ფონდების ჩამოყალიბებისა და ორგანიზაციული განვითარებისთვის;

avatars-huF8OoLkgxvlXs1x-EliSuQ-t240x240.jpg

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკური მოძრაობის ნაწილს. მწვანეები, როგორც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც, როგორც ძალა და მოძრაობა ჩამოყალიბდნენ ისეთ ტრადიციულ პოლიტიკურ მიმდინარეობებთან დისკუსიაში, როგორიცაა სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი.

 

ფონდის ფუნდამენტური ღირებულებებია ეკოლოგია და მდგრადი განვითარება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, თვითგამორკვევა და სამართლიანობა. განსაკუთრებული თემაა გენდერული დემოკრატია, რაც სოციალურ ემანსიპაციასა და ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორ უფლებებს გულისხმობს. 

 

ფონდი, აგრეთვე, მხარს უჭერს არაძალადობრივ და აქტიურ სამშვიდობო პოლიტიკას.

ფონდი პარტიულობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და თავად განვსაზღვრავს საკუთარ პრიორიტეტებსა და პოლიტიკას.

FES_Logo_Instagram.jpg

ფრიდრიხ ებერტის ფონდი

ფრიდრიხ ებერტის ფონდი არის უძველესი პოლიტიკური ფონდი გერმანიაში, მდიდარი  სოციალ-დემოკრატიული ტრადიციით, რომელიც თარიღდება 1925 წელით. ატარებს ფრიდრიხ ებერტის სახელს, რომელიც არის პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი გერმანიის ისტორიაში.

 

ფონდის  მუშაობა ეფუძნება სოციალ-დემოკრატიის ძირითად იდეებსა და ღირებულებებს - თავისუფლებას, სამართლიანობასა და სოლიდარობას. ეს აკავშირებს ფონდს სოციალ-დემოკრატებთან და თავისუფალ პროფკავშირებთან. როგორც არაკომერციული დაწესებულება, ეს ხელს უწყობს ფონდის ავტონომიურ და დამოუკიდებელ მუშაობას.

ფონდი ხელს უწყობს თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობის პრინციპზე ენერგიულ, ძლიერ დემოკრატიაზე, კეთილდღეობის სახელმწიფოზე, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვას, და განაპირობებს ქვეყანას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და სოციალურ პროგრესს ევროპაში და მთელ მსოფლიოში.

09.png
კონრანდ ადენაუერის ფონდი

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ძირითადი პრინციპებია: თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა. იგი არის პოლიტიკური ფონდი, რომელიც გერმანიის ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის მრწამსს იზიარებს.

 

კონრად ადენაუერმა გააერთიანა ქრისტიანული, სოციალური, კონსერვატორული და ლიბერალური შეხედულებები და სხვებთან ერთად დააარსა ქრისტიან–დემოკრატიული პარტია. მისი სახელი, ომის შემდგომ, დანგრეული გერმანიის აღმშენებლობას უკავშირდება. ასევე მისი დამსახურებაა, რომ გერმანიის ეკონომიკამ სოციალური საბაზრო ეკონომიკის კურსი აიღო. ადენაუერის იდეები ჩვენთვის დღემდე მისაბაძია და დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.
ფონდი ევროპული და საერთაშორისო საქმიანობით, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებას, რაშიც გერმანიის სახელმწიფოს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

Logo-UNWOMEN.png
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

2010 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) - გაეროს სააგენტო დააფუძნა, რომლის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. ამ გადაწყვეტილებით გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ორგანიზაციის მიზნების მიღწევის დასაჩქარებლად ისტორიული ნაბიჯი გადადგეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში საქმიანობა 2001 წლიდან (UNIFEM-ის სახელით), პირველი რეგიონული პროექტის - „ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - განხორციელებით დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში გენდერული თანასწორობის თემა სახალხო დიპლომატიისა და კონფლიქტის მხარეებს შორის არაფორმალური დიალოგის წახალისების ძლიერი, ზოგჯერ კი ერთადერთი საშუალება იყო.

download.png
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში 1996 წლიდან მუშაობს. მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის პოლიტიკური განათლების პროექტებით, 2002 წლიდან ასევე სომხეთსა და საქართველოში. ოფისი მდებარეობს თბილისში, საქართველოში.

 

ფონდის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული განვითარების პროცესში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად თავისუფალი პოლიტიკური სისტემით, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკის თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებზე.

bottom of page