Alexander Amilakhvari
ალექსანდრე ამილახვარი მე-18 საუკუნს მოღვაწეა. მამასთან ერთად მონაწილეობდა რეაქციონერი თავადების მიერ ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში (პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765), რისთვისაც ის სასტიკად დასაჯეს. 1771 წელს პატიმრობიდან გაიპარა, რუსეთში გადაიხვეწა, დაუკავშირდა ქართლის ტახტის პრეტენდენტს, ალექსანდრე ბაქარის ძეს და ტახტისათვის ბრძოლაში შემწეობა აღუთქვა.
1783 წელს მეფის რუსეთის მთავრობამ ერეკლე II-ის თხოვნით ალექსანდრე ამილახვარი შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801 ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ გზად, ასტრახანში გარდაიცვალა.
ალექსანდე ამილახვრის ნააზრევი სახელმწიფო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჰუმანიზმის ხედვას ეფუძნება, განსაკუთრებით, როდესაც ის განიხილავს მასობრივი იარაღის გავრცელების საკითხს. ამ შემთხვევაში მისთვის უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი, სიცოცხლის უფლება.
კანონმდებლობის შემუშავების საკითხში ალექსანდრე ამილახვარი უმთავრეს გარემოებად ქვეყნის ზნე-ჩვეულბათა, ანუ ფასეულობათა გარემოების გათვალისწინებას აუცილებლობას მიიჩნევს.
ის მხოლოდ თავდაცვითი სახის ომის მომხრეა. მისთვის იდეალს მშვიდობის მაძიებელი მმართველი (პოლიტიკოსი) წარმოადგენს.
პოლიტიკური პროცესის დროს გადაწყვეტილების შემუშავება და მისი შესრულება, ქვეყნის მმართველის ფაქტორია გადამწყვეტი ალექსანდრე ამილახვრისთვის მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკის წარმართვისთვის. სწორედ ამ გარემოებათა ანალიზს მიუძღვნა ალექსანდე ამილახვარმა პიესა ,,მოქმედება ასტრახანში“. მის ნააზრევი ეფუძნება ევროპელ მოაზროვნეთა: მონტესკიეს, ვოლტერის, მაკიაველის მოსაზრებებს, თუმცა არ კარგავს კავშირს ქართულ სინამდვილესთან.
მისი ნაშრომი ,,ბრძენი აღმოსავლეთისა“ წინ წამოწევს თანასწორობის იდეებს, სამოქალაქო საზოგადების იდეის საფუძვლის ჩამყრელად გვევლინება.
,,და (საერთოდ) განა შეიძლება ვინმეს დამცრობა, როცა ყველ ერთმანეთისთვის არის საჭირო“ - აცხადებს ამილახვარი. სწორედ ამიტომ არის დღევანდელ დღესაც მნიშვნელოვანი ალექსანდრე ამილახვრის ნააზრევი.