ღიბრაძე გორდა
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
2014 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა. 2016 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა. 2015-2016 წლებში სწავლობდა პოლონეთში გაცვლითი პროგრამით ლოძის უნივერსიტეტში. 2022 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, თემით: „სამხედრო - პოლიტიკური კონფლიქტების კლასიფიკაცია და მათი ტრანსფორმაცია, ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პირობებში (რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მაგალითზე)“.
2012 წლიდან დღემდე ვმუშაობს ,,ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციაში“ საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსად, ასევე, არის ამ ორგანიზაციის ანალიტიკური ჯგუფის წევრი, ატარებს საჯარო ლექციებს და მონაწილეობას იღებს საგრანტო პროექტებში, რომელიც მოიცავს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას. ოგანიზაციის მიზანია, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება; 2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინტიტუტის წევრი და ექსპერტ- ანალიტიკოსი. ორგანიზაციის მიზანია: ევროგაერთიანებების ჩამოყალიბებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა. 2018 წლიდან არის ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრში. ცენტრის სახელით ატარებს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს და არის საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი. 2019 წლიდან მუშაობს კრეატიული ხელოვნების ცენტრში მიწვეულ ლექტორ-მასწავლებლად, სალექციო კურსის სახელწოდება ,,ლიტერატურის როლი თანამდროვე სამყაროში“. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის ამაღლებას გამოიწვიოს მეტი დაინტერესება და ჩართულობა მოსწავლე ახალგაზრდებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ. 2022 წლიდან, 17 იანვრიდან მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კვლევით ცენტრში „სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი CBRN საფრთხეების კვლევისთვის“, როგორც ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტი. ატარებს საჯარო ლექციებს, სემინარებს, დებატებსა და სიმულაციურ მოდელირებებს. ის, ასევე, აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ბირთვული უსაფრთხოებისა და განიარაღების პოლიტიკის მიმართულებით.
გამოქვეყნებული პუბლიკაციები:
„საქართველოს რეალობა 2008 წლის ომის შემდეგ“, საერთაშორისო სამეცნიერო რეფერერირებად ჟურნალში „ANTE PORTAS Security Studies“, 2020წ.
„2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის მიზეზები“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში – „პოლიტო/ლოგოსი“, 2021წ.
„რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირების ანალიზი შეზღუდული სამხედრო კონფლიქტის სახით“, ჯორჯიან თაიმსი, ჟურნალი, 2022წ.
„თანამედროვე ტექნოლოგიების როლი 21-ე საუკუნის სამხედრო კონფლიქტებში“, საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „უკრაინული პოლიტიკის შემქმნელი“, 2023წ.
"უკრაინის პროცესები და ბირთვული უსაფრთხოების პრობლემა", საერთაშორისო ჟურნალში „ამბები.GE“, 2023წ.
"ბირთვული საფრთხე რუსეთისგან და საერთაშორისო უსაფრთხოება", საერთაშორისო ჟურნალში Georgiatoday.ge, 2023წ.
გამოქვეყნებული წიგნები:
"სამხედრო კონფლიქტების და ბირთვული უსაფრთხოების ფაქტორი 21-ე საუკუნეში", გამომცემლობა "მწიგნობარი", 2023წ.
სხვა აქტივობები:
მონაწილეობა მიიღო სერტიფიცირებულ სემინარში „პლაგიატი და დეტალური მიმოხილვა“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2019წ.
მონაწილეობა მიიღო სერტიფიცირებულ სემინარში "ანალიტიკური მეთოდი საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით" - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2019წ.
მონაწილეობა მიიღო მეშვიდე სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციაში „პოლიტიკური კულტურა საქართველოში“, 2019წ.
მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში - „მსხვილი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში“, 2020წ.
მონაწილეობა მიიღო წმინდა ანდრიას სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - "Covid-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე", 2020წ.
მონაწილეობა მიიღო ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“, 2022წ.
მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ვაშინგტონის დედაქალაქში სახელწოდებით "როგორ მუშაობს ნატო? - ნატოს ბირთვული შეკავების პოლიტიკა“, 2022წ.
საკვლევი სფერო:
ბირთვული უსაფრთხოება;
სახედრო კონფლიქტები;
საერთაშორისო უსაფრთხოება;