top of page
გოგსაძე გიორგი

გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი
გოგსაძე გიორგი

გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1983-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მაროკოს საწარმოო ძალთა განლაგებისა და განვითარების ძირითადი თავისებურებანი და კანონზომიერებანი“. 

არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი და ამავე მიმართულების ხელმძღვანელი. აგრეთვე, არის „საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების“ და „ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის“ წევრი. უძვება სასწავლო პროგრამებს შემდეგ თემებზე: მოსახლეობის გეოგრაფია (ბაკალავრიატი), სივრცე, პოლიტიკა, იდენტობა (ბაკალავრიატი), გეოპოლიტიკა და ეთნოკონფლიქტების გეოგრაფია (მაგისტრატურა)

 

მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო-კვლევით პროექტებში:

 

  • უმცირესობათა ინტეგრაცია საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები (ჯავახეთის მაგალითი) - 2013 წ. დონორი: სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი.

  • სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა - მიმდინარე. დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

  • თბილისის ურბანული განვითარების სივრცითი ასპექტები: მობილობის გავლენა სოციალური გარემოს ცვლილებაზე - მიმდინარე. დონორი: თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

 

გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებზე.

მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:

 

  • საქართველო: საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი თავისებურებე-ბი. კრებულში:ევროატლანტიკური პარტნიორობა და სამხრეთ კავკასია: რეგიონული უსაფრთხოებისადმი სტრატეგიული მიდგომა, რედ. გაიანე ნოვი-კოვა. სტრატრგიული ანალიზის ცენტრი „სპექტრუმი“, ერევანი, 2014, გვ. 48-56.

  • გიორგი გოგსაძე. ანგლო-ამერიკული პოლიტიკური გეოგრაფიის ისტორიული დათანამედროვე ტენდენციები. კრებულში საზოგადოებრივი გეოგრა-ფიის აქტუალური საკითხები“, რედ. გიორგი გოგსაძე, იოსებ სალუქვაძე. გამომც. შპს „ზევს-გრუპი“, თბილისი, 2013, გვ.15-24.

  • გიორგი გოგსაძე. რუსეთ-საქართველოს ომი: საერთაშორისო სამართალი და გეოპოლიტიკური შედეგები. კრებულში: რეგიონები და რეგიონალიზმი #10, ტ.2. ლოძი - ოპოლე, 2011. გვ. 213-221.

  • გიორგი გოგსაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, ლუკა ბაშელეიშვილი. ანალიტიკური მოხსენება „უმცირესობათა ინტეგრაცია საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები (ჯავახეთის მაგალითი)“. ლევან მიქელაძის სახე-ლობის ფონდი, 2014. ხელმისაწვდომია: www.mikeladzefoundation.or 

 

ავტორია სახელმძღვანელოსი: ,,მოსახლეობის გეოგრაფია’’, თბილისი: საარი, 2008.

 

 

საკვლევი სფერო:

 

  • პოლიტიკური გეოგრაფია / გეოპოლიტიკა;

  • მოსახლეობის გეროგრაფია / მიგრაცია;

  • ეთნიკური კონფლიქტები;



ResearchGate: https://www.researchgate.net/profile/Giorgi-Gogsadze

 

 

bottom of page